მერეთი - კოშკა - გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ივლისის თვეში დასრულდება. 2 720 მეტრზე ასფალტო - ბეტონის საფარი დაიგება.
გორის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოშიც.უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია სათემო - ციცაგიაანთკარი - ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთის მოწესრიგება. ასფალტო - ბეტონის დაგება აგვისტოს თვეში დასრულდება.
ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 2 041 024 ლარია.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგფონდის თანადაფინანსებით...
როგორც ცნობილია, ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე საუბარი 12 წლის წინ, ძველი სტადიონის დანგრევისთანავე, დაიწყო. მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და მასზე 157 მილიონი ლარი დაიხარჯება. რატომ იზრდებოდა წლიდან წლამდე სტადიონის მშენებლობის ბიუჯეტი, ამასთან დაკავშირებით სტატია ინტერნეტგამოცემა "აი ფაქტმა" გამოაქყვეყნა. სტატიაზე მუშაობდნენ: თედო ჯორბენაძე, “ბათუმელები” და ნინო შონია, “აი, ფაქტი”.
ბათუმში მშენებარე სტადიონისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლიდან წლამდე იზრდება. პროექტი 2020 წელს უნდა...
მოახლოვებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურას ანახლებენ.
უწყების ცნობით, იმისათვის რომ დამსვენებელებს გაუმჯობესებული და კომფორტზე მორგებული გარემო შეუქმნან, ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ცნობით, შეკეთდა საქანელები, შეიღება სკამები და განახლდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე.
21 – 30 ივლისს ფოთი მეოთხედ, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან ჩამოსული დასები.
ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს გამართავენ მსოფლიოს ცნობილი თეატრმცოდნეები. თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფესტივალის ორგანიზატორს, კულტურულ-საგანმანათლებლო...
მერიის ცნობით, ქალაქ თელავის იმ უბნებში, სადაც უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და განხორციელდა გამრიცხველიანება, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის, რევაზ ლაღიძის, დავით გურამიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩებზე განხორციელდება.
პროექტის საერთო ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.
ქუთაისში ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისის" უფროსის მოადგილეს სცემეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამშრომლები გზაზე დახაზვის სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ნასვამმა მოქალაქეებმა მათთან ჩხუბი დაიწყეს. კამათში ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე მ.ვ. ჩაერია, ამან კი ნასვამი ახლგაზარდების უკმაყოფილება გამოიწვია.
"7 ადამიანი ურტყამდა ერთს. ჩვენი ორი თანამშრომელიც ეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ ვერ გაუმკლავდნენ. როდესაც მე მერიიდან მივედი და ვნახე, მისი მდგომარეობა მძიმე...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, საოცარი ამბები ხდება - ლადო აფხაზავა, რომელიც 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, უჩვეულო და გამორჩეული მეთოდით ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად. მისი დახმარებითა და თვითორგანიზებით, მოსწავლეებმა შეძლეს და ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში არსებული სხვადასხვა პრობლემა გადააწყვეტინეს.
ჩიბათელი ბავშვები და მათი პედაგოგი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თვითორგანიზებით კარგი საქმეების კეთება....
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მოქალაქეების თქმით, ხიდი ამორტიზებული იყო. ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა კი არ არის.
წინა სტატია
აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ისტორიულ სახლებს ხარაჩოებში სვამენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შპს "ერისიმედის" სამუშაოთა მწარმოებლის გელა ყოლბაიას განმარტებით, უკვე მზადაა ოთახები სადაც ხელოსნები იცხოვრებენ.
"ამ ეტაპზე საამქროს ვაწყობთ, სადაც მასალა უნდა დამზადდეს. ხელოსნები რამდნეიმე დღეში ჩამოვლენ და დაიწყებენ მუშაობას", – ამბობს გელა ყოლბაია.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება.
შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305...
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 700 000 ათასი ლარია გამოყოფილი.
მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება, კორპუსში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი. ასევე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად კი საერთო საცხოვრელის მშენებლობაც მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონში, შვიდ მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორისაა მიცკევიჩის, გამრეკელისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე მდებარე სკვერები.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სკვერებში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო გასართობი მოედნები და ატრაქციონები.
სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის +“ აწარმოებს.
შპს "აგროლეინი“ ჩინეთში ლურჯი მოცვისა და ჟოლოს გაყიდვას გეგმავს. კომპანიის პროდუქცია ამჟამად ექსპორტზე დუბაიში, ქუვეითსა და კატარში გადის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
,,გვინდა, ჩინეთთან დავიწყოთ მუშაობა, რადგან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მათთვის ჩვენი პროდუქცია ძალიან მიმზიდველი ხდება. თუ შევძლებთ ლოჯისტიკური ნაწილის მოწესრიგებას, წელსვე დავიწყებთ ექსპორტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის სეზონზე მაინც გავიტანთ. უცხო ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია თვითმფრინავით გაგვაქვს და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს და ამ მოთხოვნით მარნეულის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მარნეულის მერთან თემურ აბაზოვთან შეხვედრას ითხოვდნენ. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილეები, მოგვიანებით კი მერიც შეხვდა. თემურ აბაზოვი ალგეთის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა. აბაზოვის თქმით, მოსახლეობამ არ იცოდა, რომ მუნიციპალიტეტი ორ თვეზე მეტია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს და შეხვედრებს მართავს.
აქცია 24...
წინა სტატია
ახალი მიწისქვეშა პარკინგები, რომლებიც დედაქალაქში მოეწყობა, ფასიანი იქნება. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
დღეს მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად სამ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. საუბარია 715 საპარკინგე ადგილზე. მიწისქვეშა პარკინგები გაკეთდება გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.
"მიწისქვეშა პარკინგები არის კერძო ინვესტიციები, ბიზნესპროექტები და ადგილები იქნება ფასიანი, თუმცა ქალაქში გვაქვს საკმაოდ ბევრი მუნიციპალური პარკინგი, რომელიც ასევე...
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე თავისი კომპანიის ეზოდან სტალინის ძეგლის გატანას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ალექსანდრე მაკრახიძის განმარტებით, ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ 8 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, თუმცა ძეგლი ისევ ,,არქმშენსტუდია 2002“-ის ტერიტორიაზე ინახება.
,,2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააფორმა ხელშეკრულება ჩვენ კომპანიასთან და დავანგრიეთ ძეგლი. ჩემთვის არავის უკითხავს, მოიტანეს და დადეს ჩვენთან. მე პირადად სტალინს ძალიან დიდ...
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ გულედანი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის ახალ გამგებლად წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"მინდა, წარმოგიდგინოთ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი კახა გულედანი. მას სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. პროცედურულად, მის დასამტკიცებლად საკრებულოს თანხმობაა საჭირო, ამიტომ დღესვე გადავუგზავნით მოთხოვნას საკრებულოს. წარმატება მინდა ვუსურვო მას საქმიანობაში",- განაცხადა კალაძემ.
კახაბერ გულედანი საქართველოს რეგიონული განვითარებისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































