მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს და ამ მოთხოვნით მარნეულის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მარნეულის მერთან თემურ აბაზოვთან შეხვედრას ითხოვდნენ. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილეები, მოგვიანებით კი მერიც შეხვდა. თემურ აბაზოვი ალგეთის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა. აბაზოვის თქმით, მოსახლეობამ არ იცოდა, რომ მუნიციპალიტეტი ორ თვეზე მეტია ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს და შეხვედრებს მართავს.
აქცია 24 აპრილს გაიმართა.