საბურთალოს რაიონის 7 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

694

საბურთალოს რაიონში, შვიდ მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორისაა მიცკევიჩის, გამრეკელისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე მდებარე სკვერები.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სკვერებში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო გასართობი მოედნები და ატრაქციონები.

სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის +“ აწარმოებს.