ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

741

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი კორპუსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის თანამშრომლები და აჭარის მთავრობის წევრები დაესწრნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 700 000 ათასი ლარია გამოყოფილი.

მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება, კორპუსში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი. ასევე სრულად იქნება ადაპტირებული. პარალელურად კი საერთო საცხოვრელის მშენებლობაც მიმდინარეობს.