ქუთაისში “ქუთგანათების სერვისის” უფროსის მოადგილეს ნასვამმა ადამიანებმა სცემეს

506

ქუთაისში ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის” უფროსის მოადგილეს სცემეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანამშრომლები გზაზე დახაზვის სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ნასვამმა მოქალაქეებმა მათთან ჩხუბი დაიწყეს. კამათში ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე მ.ვ. ჩაერია, ამან კი ნასვამი ახლგაზარდების უკმაყოფილება გამოიწვია.

“7 ადამიანი ურტყამდა ერთს. ჩვენი ორი თანამშრომელიც ეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ ვერ გაუმკლავდნენ. როდესაც მე მერიიდან მივედი და ვნახე, მისი მდგომარეობა მძიმე იყო”-განაცხადა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის” ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაძემ.

მისი თქმით, დაშავებულის მდომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. რაც შეეხება მოძალადეებს, ისინი მეორე რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.