აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ისტორიულ სახლებს ხარაჩოებში სვამენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შპს “ერისიმედის” სამუშაოთა მწარმოებლის გელა ყოლბაიას განმარტებით, უკვე მზადაა ოთახები სადაც ხელოსნები იცხოვრებენ.
“ამ ეტაპზე საამქროს ვაწყობთ, სადაც მასალა უნდა დამზადდეს. ხელოსნები რამდნეიმე დღეში ჩამოვლენ და დაიწყებენ მუშაობას”, – ამბობს გელა ყოლბაია.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება.
შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული.
სამუშაოები 18 თვეში დასრულდება.