ბავშვები და მათი პედაგოგი გურიიდან – თვითორგანიზების საუკეთესო მაგალითი

1797

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში, საოცარი ამბები ხდება – ლადო აფხაზავა, რომელიც 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, უჩვეულო და გამორჩეული მეთოდით ასწავლის ბავშვებს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად. მისი დახმარებითა და თვითორგანიზებით, მოსწავლეებმა შეძლეს და ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში არსებული სხვადასხვა პრობლემა გადააწყვეტინეს.

ჩიბათელი ბავშვები და მათი პედაგოგი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თვითორგანიზებით კარგი საქმეების კეთება. მათ შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მოამზადა.