მერიის ცნობით, ქალაქ თელავის იმ უბნებში, სადაც უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და განხორციელდა გამრიცხველიანება, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის, რევაზ ლაღიძის, დავით გურამიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩებზე განხორციელდება.
პროექტის საერთო ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.