ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მოქალაქეების თქმით, ხიდი ამორტიზებული იყო. ერთი თვის წინ, სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომობილით გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი სხვა ალტერნატიული გზა კი არ არის.