ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურას ანახლებენ

1031

მოახლოვებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურას ანახლებენ.

უწყების ცნობით, იმისათვის რომ დამსვენებელებს გაუმჯობესებული და კომფორტზე მორგებული გარემო შეუქმნან, ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ცნობით, შეკეთდა საქანელები, შეიღება სკამები და განახლდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე.