ფოთი თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს

1601

21 – 30 ივლისს ფოთი მეოთხედ, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე ინგლისიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან და რუსეთიდან ჩამოსული დასები.

ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს გამართავენ მსოფლიოს ცნობილი თეატრმცოდნეები.  თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფესტივალის ორგანიზატორს, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ ,,დღეს“ დირექტორს, ნინელი ჭანკვეტაძეს შეხვდა.