ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამგორის რაიონის გამგებელად წარადგინეს

787

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ გულედანი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის ახალ გამგებლად წარადგინა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, წარმოგიდგინოთ სამგორის რაიონის გამგებლობის კანდიდატი კახა გულედანი. მას სახელმწიფო უწყებებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. პროცედურულად, მის დასამტკიცებლად საკრებულოს თანხმობაა საჭირო, ამიტომ დღესვე გადავუგზავნით მოთხოვნას საკრებულოს. წარმატება მინდა ვუსურვო მას საქმიანობაში”,- განაცხადა კალაძემ.

კახაბერ გულედანი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის მოადგილე იყო. ახალმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც ზურაბ ალავიძე 30 მარტს შეცვალა, ყოფილი მინისტრის ყველა მოადგილე, მათ შორის, გულედანიც, თანამდებობიდან დაითხოვა.

რაც შეეხება სამგორის რაიონის გამგებელ დავით კერესელიძეს, მან თანამდებობა 12 აპრილს დატოვა. ამის მიზეზი საქმიანობაში ჩამორჩენა გახდა.