მერეთი – კოშკა – გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ივლისის თვეში დასრულდება. 2 720 მეტრზე ასფალტო – ბეტონის საფარი დაიგება.
გორის მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოშიც.უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია სათემო – ციცაგიაანთკარი – ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთის მოწესრიგება. ასფალტო – ბეტონის დაგება აგვისტოს თვეში დასრულდება.
ორივე პროექტის ღირებულება ჯამში 2 041 024 ლარია.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.