წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი განცხადებით, დოკუმენტის ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. კალაძის განმარტებით, გადახდის ერთიანი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხებათ. "ვფიქრობთ, ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ როგორ, რა ფორმით განხორციელდება ეს. ამ კვირას, ან მომავალ კვირას ვაპირებთ ტრანსპორტის პოლიტიკის წარმოდგენას, თუ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ახალციხის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით სრულდება გზის 3600 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. რის შემდეგაც საძელის მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრს ასფალტირებული გზით დაუკავშირდება. საძელის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სამგორის რაიონში, ლილოში, ჭირნახულის ქ. N18ა-ს მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა ღამის განათება. "პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 90 667 ლარი გამოყო",- ნათქვამია ინფორმაციაში.  
ზემო ვეძისში, ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 36 600 ლარი გამოიყო. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამავე მისამართზე კომპანია „GWP“ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას განახორციელებს, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 110 000 ლარია გამოყოფილი. გამგეობის ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დასრულდა. "უახლოეს მომავალში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები...
"თბილსერვის ჯგუფმა" მეტეხის კლდეზე ახალი განათებები დაამონტაჟა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა 24 სანათი მოწყობილობა, რომელიც კლდის სხვადასხვა ფერში განათების საშუალებას იძლევა. "„თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკურ სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა - წელს კიდევ, არაერთი ობიექტის მხატვრულად მინათება არის დაგეგმილი",- ნათქვამია "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ჭობარეთიდან მუსხამდე (ადმინისტრაციულ საზღვრამდე) გზის მოასფალტებას გეგმავს, რისთვისაც 994 892 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 4 000 მეტრი გზა მოასფალტდება. ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა ორი ივნისიდან დაიწყება და შვიდ ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
წინა სტატია ყვარლის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტმა, მდ. დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. უწყების ცნობით, მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნიდა ქალაქს. მდინარე დურუჯის კალაპოტი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან გაიწმინდა. გაწმენდილი მონაკვეთი იწყება მდინარე დურუჯის სათავესთან...
წინა სტატია დიზელზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელმეორედ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სატრანსპორტო კომპანიას 100-ის ნაცვლად 90 ავტობუსის შეძენა სურს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსები ერთი მარკის და მოდელის უნდა იყოს და ამასთან, 2800 კმ-ზე მეტი მანძილი გავლილი არ უნდა ჰქონდეთ. ტენდერში წინადადებების მიღება 5 ივნისს დასრუდლება. დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი 8 მაისს გამოაცხადეს, თუმცა  23...
წინა სტატია გორში, სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის მონაკვეთის, მისი მიმდებარე მონაკვეთისა და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალანირების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციას გორის მაჟორიტარი დეპუტატის კომპანია შპს ,,იბოლია” შეასრულებს. ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოიპოვა. გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "იბოლია" უკონკურენტოდ მონაწილეობს და დასახელებულ ლოკაციებზე შესაბამის სამუშაოების შესრულებას ადგილობრივ ხელისუფლებას 712 000 ლარად სთავაზობს. დოკუმენტების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა 3...
საქართველოს მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 22 მაისს მიიღო. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს. ვინ უნდა გაიაროს სავალდებულო სერტიფიცრება? სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეა, არის 18 წლის და აქვს საშუალო განათლება. სერტიფიცირების გავლა სავალდებულო არ არის სავალდებულო მოქმედი და ყოფილი მოხელისთვის, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანისთვის, ასევე პირისთვის, რომელმაც წარმატებით...
წინა სტატია ბათუმში ახალი,  ლურჯი ფერის ავტობუსები აგვისტოდან ივლიან. გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ ელექტრონული გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღო. ინტერაქტივში 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ქალაქში აგვისტოში შემოვა. ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი...
თელავში, ბატონის ციხის განახლებულ მუზეუმში, საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და 5 ნახატი დაზიანდა. მომხდარ ფაქტს მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილიც ადასტურებს. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. "სავარაუდოდ, მიწაყრილის გამო საკანალიზაციო მილმა დეფორმაცია განიცადა, წყალი ვეღარ გაატარა და მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო, 5 ნახატამდე დასველდა. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი მათგანი არ იყო მუზეუმში დაცული. ნამუშევრები გავაშრეთ და საფრთხე არ ემუქრება. პრობლემა უკვე მოგვარებულია", - განაცხადა ურჩუხიშვილმა. თელავში...
წინა სტატია ქუთაისის საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, სასწავლო პროცესი ერთი თვით შეწყდა. ამის შესახებ ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა თქვა. მისი ინფორმაციით, ის ბაღის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს. "ყველა ასაკობრივი ჯგუფის მშობელს შეხვდი. მართალია,  ბაღში შეწამვლითი სამუშაოები დასრულებულია. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, შენობაში დიდი ხნის წინ კედელზე გაკეთებულ პლასტიკატებს ვხსნით, რომ რაიმე კერა არ იყოს...
წინა სტატია 18 მაისს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, რომელიც დადიანების ეზოს ნაწილის გაყიდვას შეეხებოდა, შეწყდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მიზეზი პროკურატურის მომართვა გახდა, რის საფუძველზეც თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „თავმჯდომარემ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ბრძანებით შეწყვიტა აუქციონი ამ კონკრტული საქმის. ამ ეტაპზე შეწყდა და შემდგომ თუ გაგრძელდება სააღსრულებლო წარმოება, ამ შემთხვევაში თავიდან დაინიშნება აუქციონი“, - განაცხადეს უწყებაში. ზუგდიდის დადიანების...
დაბა ადიგენში პოეტის შალვა კეღოშვილის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობა იწყება. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი 25 423 ლარზეა გამოცხადებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველებს პირვეელ ივნისამდე შეეძლებათ. ახალი შენობა ჭავჭავაძის N2–ში აშენდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ამ ტერიტორიაზე ძველი კულტურის სახლი დგას, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება. მისი დანგრევის შემდეგ დაიწყება ახალი შენობის აშენება. შალვა კეღოშვილის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობის...
27 მაისს ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბიზნესფორუმი მოეწყო. ფორუმში ახალციხის მუნიციპალიტეტის 17 სკოლის ჯგუფები მონაწილეობდნენ. მათ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე თავიანთი ხედვები პრეზენტაციის სახით წარადგინეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" წერს. მოსწავლეების პრეზენტაციები, ძირითადად, უპატრონო ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას, ახალციხეში ეკოტურიზმის განვითარებას, არტ–კაფის მოწყობას, ასევე მესხური ოდის შენარჩუნებას და ყველის საწარმოს გახსნას ეხებოდა. ბიზნესფორუმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციებს ჟიური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ