თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დიზელზე მომუშავე ავტობუსების ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

707

წინა სტატია

დიზელზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ხელმეორედ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სატრანსპორტო კომპანიას 100-ის ნაცვლად 90 ავტობუსის შეძენა სურს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტობუსები ერთი მარკის და მოდელის უნდა იყოს და ამასთან, 2800 კმ-ზე მეტი მანძილი გავლილი არ უნდა ჰქონდეთ.

ტენდერში წინადადებების მიღება 5 ივნისს დასრუდლება.

დედაქალაქის მერიამ და შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ 100 ავტობუსის შესყიდვაზე ერთობლივი ტენდერი 8 მაისს გამოაცხადეს, თუმცა  23 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.