ზემო ვეძისში, ბუდაპეშტის პირველ შესახვევში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 36 600 ლარი გამოიყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამავე მისამართზე კომპანია „GWP“ წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას განახორციელებს, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 110 000 ლარია გამოყოფილი.
გამგეობის ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დასრულდა.
“უახლოეს მომავალში, დავითაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. იგეგმება ასევე, ბერიტაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.