ადიგენში კულტურის სახლი აშენდება

993

დაბა ადიგენში პოეტის შალვა კეღოშვილის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობა იწყება. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი 25 423 ლარზეა გამოცხადებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველებს პირვეელ ივნისამდე შეეძლებათ. ახალი შენობა ჭავჭავაძის N2–ში აშენდება.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ამ ტერიტორიაზე ძველი კულტურის სახლი დგას, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება. მისი დანგრევის შემდეგ დაიწყება ახალი შენობის აშენება.

შალვა კეღოშვილის სახელობის კულტურის სახლის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარია.