მდ. დურუჯის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებზე 12 544 000 ლარი დაიხარჯა

697

წინა სტატია

ყვარლის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტმენტმა, მდ. დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. უწყების ცნობით, მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნიდა ქალაქს.

მდინარე დურუჯის კალაპოტი 8 კილომეტრიანი მონაკვეთი დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან გაიწმინდა. გაწმენდილი მონაკვეთი იწყება მდინარე დურუჯის სათავესთან და  სრულდება ყვარელი-თელავის საავტომობილო გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელთან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 544 000 ლარით დაფინანსდა.