ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ჭობარეთიდან მუსხამდე (ადმინისტრაციულ საზღვრამდე) გზის მოასფალტებას გეგმავს, რისთვისაც 994 892 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 4 000 მეტრი გზა მოასფალტდება. ტენდერში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა ორი ივნისიდან დაიწყება და შვიდ ივნისს დასრულდება. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.