ბათუმში ახალი, ლურჯი ფერის ავტობუსები აგვისტოდან ივლიან. გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ ელექტრონული გამოკითხვის შედეგების მიხედვით მიიღო.
ინტერაქტივში 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ქალაქში აგვისტოში შემოვა.
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. პროექტისთვის 7 მილიონ ნახევარი ევროა გამოყოფილი. აქედან მილიონნახევრი გრანტის თანხაა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო. დარჩენილი 6 მილიონი კი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკისგან აიღო.