სამგორის რაიონში, ლილოში, ჭირნახულის ქ. N18ა-ს მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, 600 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანი თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანზე დამონტაჟდა ღამის განათება.
“პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 90 667 ლარი გამოყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.