ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
მერიის ცნობით, ახალ საბავშვო ბაღში შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი და მოეწყო კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.
ამასთან, ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "მწვანე მომავალმა" გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.
ბაღის სარეაბილიტაციო...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ში, N16 საცხოვრებელ კორპუსსა და საბავშვო ბაღს შორის საგზაო სამუშაოები იწყება.
გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ასფალტის დაზიანებული საფარი ახლით ჩანაცვლდება და მოეწყობა ბორდიური.
საგზაო სამუშაოებს შპს "სკინჩი“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.
როგორც გამგეობასი აცხადებენ, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები კრწანისის რაიონში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე ახალი ასფალტი დაიგება. პროექტის საერთო ღირებულება 1,4 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას სიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 2018 წელს, დაახლოებით, 775 000 ლარი, ხოლო მომავალ 2019 წელს - 633 041 ლარი დაიხარჯება.
ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 3,1 კმ-ია. თანხის ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოში მოქმედმა დროებითმა კომისიამ პარკირების საფასური განსაზღვრა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, 1 კვირიანი - 3 ლარი, 1 თვიანი - 10 ლარი, 3 თვიანი - 15 ლარი, 6 თვიანი - 25 ლარი, 1 წლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა. მათივე ცნობით, ეს ღირებულებები დროებითმა კომისიამ დადგენილების პროექტში განსაზღვრა და ის ჯერ საბოლოო არ არის.
ასევე, კომისიის შეხვედრაზე შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას...
წინა სტატია
მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის, ასევე რამინ ალახვერდიევისა და ელჩინ გულიევის საქმეზე სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ბრალდებისა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა განაცხადა, ვინაიდან ბრალდების მხარემ სხდომის მიმდინარეობისას კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, სხდომის გადადების გადაწყვეტილებაა მიღებული.
თავის მხრივ, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ შესავალ სიტყვაში...
ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური მოედანი, რომელიც უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარეობს, შემოიღობა და სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს მოედნის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, მთელ პერიმეტრზე დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება შადრევანი, მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათება, სკულპტურები და სკამები.
როოგრც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მოსაცდელის მოწყობაც.
პროექტი ძირითადად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ნაწილობრივ კი...
საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმის მოწმეებმა მის საწინააღმდეგოდ ცრუ ჩვენებები მისცეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"საქმეში წარმოდგენილი მოწმები ფიზული გადიევი და ჯეიხუნ ჩოიდაროვი "ბარიგები“ და აგენტები არიან, ალი ალიევი, ვითომ და სასულიერო პირი, ისიც აგენტია. ისინი უნდა ისხდნენ ამ სკამზე. მე რა შუაში ვარ, ვიღაცამ, ვიღაცას აგინა, ეს რაღაც აბსურდია. ეს ხალხი ჩემი...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც წელს სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" არ ჩატარდება.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შენობის დაჭაობებული საყრდენი კედელი გაიწმინდა, გამაგრდა საძირკველი, გაკეთდა წყალამრიდები და გადაიხურა შენობა.
ასევე, პროექტი გარე პერიმეტრის მოწესრიგებასა და კულტურული ობიექტის - თეატრონის მოწყობას ითვალისწინებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „გზამშენი 2005-მა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაიწყო, კერძოდ, თელავის ცენტრალური ხევის მიმდებარედ - მაღაზია „ბიბლუსიდან“ - ე.წ. "კომისარიატის ხიდამდე", სკვერის მოწყობა დაიწყო.
სკვერი დასასვენებელი ზონებით, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებით, გარეგანათებით, სკამებითა და სასმელი წყლის სოკოებით აღიჭურვება.
მერიის ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
დღეს 20 სექტემბერს, ქალაქ გარდაბანში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ახლადრეაბილიტირებული №4 საჯარო სკოლა გაიხსნა. გარდაბნის №4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, სრულად განახლებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით ხვდება.
მერიის ცნობით, №4 საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე, სასკოლო განათლებას 852 მოსწავლე იღებს. აქედან სრულიად ახალ გარემოში სწავლა 112 პირველკლასელმა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, სულ 91 საჯარო სკოლა კეთილმოეწყო, პროექტს სრულად...
ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება - ტურიზმის და საავტომობილო გზების დეპარტამენტები, საარქივო და გარემოს დაცვის სამმართველოები, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებიდან სამინისტროებში გადადის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მთავრობის თავმჯდომარე ცვლილებების პროცესში მცირე მთავრობის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლთა ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, რადგან სტატუსის შეცვლა მათი დათხოვნის ან შემცირების საფუძველი არ არის.
ცვლილებების დოკუმენტი, რომელიც აჭარის მთავრობამ მოამზადა უმაღლეს...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მათი თქმით, სამი წლის წინ კონსტრუქცია უხარისხოდ დაამონტაჟეს. ხიდის ნაწილი ჩავარდნილია და გადაადგილება საშიშროებას წარმოადგენს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეხვდა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შესაძენად თანხები არ აქვთ, თუმცა უწყების საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ირწმუნება,...
"თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის ლევან ჯღარკავას თქმით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ვაკის გარდა სხვა რაიონებშიც, ღამის საათებში იგეგმება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ჯღარკავამ თქვა, ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროგრამამ, რომელიც ვაკის მასშტაბით ხორციელდებოდა, გაამართლა.
"ის, რისთვისაც გაკეთდა ღამის დასუფთავების პროექტი, იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რომ საცობი აგვეცილებინა თავიდან ამ ადგილზე და მეორე - დაგვეზოგა კომპანიის ხარჯები. ინიციატივამ ორივე მიმართულებით გაამართლა. ჩვენ...
წინა სტატია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოცხვეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ დააწერეს, რის გამოც კირცხის საბავშვო ბაღის დირექტორს საყვედური გამოუცხადეს. ხოლო, ა(ა)იპ "ჩხოროწყუს სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი გააფრთხილეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ კირცხის ბაღმა კანონი დაარღვია. არასამთავრობოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ კანონმდებლობა კრძალავს საბიუჯეტო დაწესებულებაში პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას.
თავის მხრივ,...
როგორც ყვარლის მერიაში აცხადებენ, საჯარო მოხელეების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. მერიის ინფორმაციით, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის პოზიციის გარდა, ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე აუცილებელია უმაღლესი განათლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“მერიაში ვაკანტურია კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში უფროსი სპეციალისტის, კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში უმცროსი სპეციალისტის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ღონისძიებების...
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა 117 კვ.მ. ფართობისაა. შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ამასთან, ადმინისტრაციული ფართი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში მუშაობდა, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































