ზუგდიდის საკრებულოში მოქმედმა დროებითმა კომისიამ პარკირების საფასური განსაზღვრა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, 1 კვირიანი – 3 ლარი, 1 თვიანი – 10 ლარი, 3 თვიანი – 15 ლარი, 6 თვიანი – 25 ლარი, 1 წლიანი აბონემენტი კი 40 ლარით განისაზღვრა. მათივე ცნობით, ეს ღირებულებები დროებითმა კომისიამ დადგენილების პროექტში განსაზღვრა და ის ჯერ საბოლოო არ არის.
ასევე, კომისიის შეხვედრაზე შეეხო გადახდის სისტემების სრულყოფას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც შეეხო.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც არასამთავრობო სექტორის ისე ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისაგან.