ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს

914

ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა 117 კვ.მ. ფართობისაა. შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ამასთან, ადმინისტრაციული ფართი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ამ დრომდე, ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში მუშაობდა, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.