ხობის სოფელ ხეთაში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

627

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მერიის ცნობით, ახალ საბავშვო ბაღში შეიცვალა წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი და ეზო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამონტაჟდა პანდუსი და მოეწყო კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.

ამასთან, ბაღი აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ “მწვანე მომავალმა” გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების  პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.

ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა  და სამუშაოების ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა.

ხეთას საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 21 სექტემბერს დაიწყება.