ვაჟა-შაველას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის გამო წელს “ვაჟაობა” არ გაიმართება

1343

დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც წელს სახალხო დღესასწაული “ვაჟაობა” არ ჩატარდება.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე შენობის დაჭაობებული საყრდენი კედელი გაიწმინდა, გამაგრდა საძირკველი, გაკეთდა წყალამრიდები და გადაიხურა შენობა.

ასევე, პროექტი გარე პერიმეტრის მოწესრიგებასა და კულტურული ობიექტის – თეატრონის მოწყობას ითვალისწინებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დასრულდება.