კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე ახალი ასფალტი დაიგება. პროექტის საერთო ღირებულება 1,4 მლნ ლარს შეადგენს. ინფორმაციას სიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 2018 წელს, დაახლოებით, 775 000 ლარი, ხოლო მომავალ 2019 წელს – 633 041 ლარი დაიხარჯება.
ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 3,1 კმ-ია. თანხის ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს.