თელავში ახალი სკვერი მოეწყობა

1093

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „გზამშენი 2005-მა” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაიწყო, კერძოდ, თელავის ცენტრალური ხევის მიმდებარედ – მაღაზია „ბიბლუსიდან“ – ე.წ. “კომისარიატის ხიდამდე”, სკვერის მოწყობა დაიწყო.

სკვერი დასასვენებელი ზონებით, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებით, გარეგანათებით, სკამებითა და სასმელი წყლის სოკოებით აღიჭურვება.

მერიის ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.