დღეს 20 სექტემბერს, ქალაქ გარდაბანში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ახლადრეაბილიტირებული №4 საჯარო სკოლა გაიხსნა. გარდაბნის №4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს, სრულად განახლებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით ხვდება.
მერიის ცნობით, №4 საჯარო სკოლაში ამ ეტაპზე, სასკოლო განათლებას 852 მოსწავლე იღებს. აქედან სრულიად ახალ გარემოში სწავლა 112 პირველკლასელმა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, სულ 91 საჯარო სკოლა კეთილმოეწყო, პროექტს სრულად აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.