ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მათი თქმით, სამი წლის წინ კონსტრუქცია უხარისხოდ დაამონტაჟეს. ხიდის ნაწილი ჩავარდნილია და გადაადგილება საშიშროებას წარმოადგენს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეხვდა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შესაძენად თანხები არ აქვთ, თუმცა უწყების საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ საჭირო თანხები მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.