სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, მოადგილე მალხაზ თორია, მუნიციპალიტეტების მერები, მათი მოადგილეები და დასუფთავების ა(ა)იპ-ების და შპს-ების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვის და ნარჩენების ხელახალი გამოყენების ხელშეწყობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით", - განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა. ასევე, შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, თითოეულ სოფელში შევხვდეთ მოსახლეობას, მოვისმინოთ მათი პრობლემები, ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზები. ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პროგრამის...
წინა სტატია
მცხეთის მუნციიპალიტეტის მერიაში გასულ წელს აცხადებდნენ, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ნატახტარში 2018 წლის 15 ივლისს დასრულდებოდა, თუმცა ახალი საბავშვო ბაღი 2019 წლის 31 იანვარს გახსნეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, სკოლამდელი განათლების მიღებას 150-მდე ბავშვი შეძლებს. მათივე თქმით, საბავშვო ბაღი 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი.
"არის სარეზერვო ჯგუფისთვის ოთახი, სადაც ბავშვთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კიდევ ერთი ჯგუფის დამატება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დასრულდა. კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობა "აქოლისი” გახდა, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.
მათივე ინფორმაციით, უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
პოლონეთი და საქართველო ის ორი ქვეყანაა, რომლებიც, თავისი წარსულით, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. პოლონეთიც, ისევე, როგორც საქართველო, საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი იყო - ქვეყანა განვითარების არცთუ ისე მაღალი დონით, ერთპარტიული ტერორითა და ცენტრალიზებული მმართველობით.
მანაც, საქართველოს მსგავსად, 1989 წელს მოახერხა, გათავისუფლებულიყო კომუნიზმისგან და პოლიტიკური კურსი დასავლური დემოკრატიისკენ აეღო. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 30 წლის განმავლობაში, პოლონეთმა განვითარების ისეთ მასშტაბებს მიაღწია,...
ჭიათურის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტი სკოლის ძირითადი კორპუსის სრულად აღდგენას, თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის, ექიმის ოთახის, სველი წერტილების, არსებული იატაკისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კედლების მოეწყობას ითვალისწინებს. ასევე, სრულად განახლდება გარე ფასადი და სკოლაში გაიხსნება 4 ახალი ლაბორატორია, მათ შორის, 2 მულტიფუნქციური და 2 კომპიუტერული.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია სკოლის ეზოს მოწყობა, შემოღობვა და...
წინა სტატია
ხარაგაულის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობის შესწვალას ითხოვს, თუმცა, დეპუტატები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, სახელმწიფო აუდიტმა უნდა შეისწვალოს ნიკოლოზ თოფურიძის ერთწლიანი მუშაობა, თუ, კერძო აუდიტმა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საკრებულოს ოპოზიცია თვლის, რომ სახელწმიფო აუდიტის შემთხვევაში არსებობს რისკები, რომ შესწვალა არასწორი მიმართულებით მოხდეს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ კერძო აუდიტის მიწვევა ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ხარაგაულის ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს, ამიტომ, უმჯობესია...
გორის მერია აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანხით თანადაფინანსება გაუწიოს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც და ინტერესიც მიმართულია რაგბის განვითარების ხელშეწყობისკენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე 8 თებერვალს განიხილავენ. გამოცემა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის" საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან სასკოლო გუნდებიც.
"პროგრამის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაგბის განვითარების...
სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების კისისხევის და ნასამხრალის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარებულ შეხვედრებზე, მოსახლეობამ სოფელში მდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდა, სასაფლაოსა და სტადიონთან სველი წერტილების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება მოითხოვა, რომელიც არსებულ პრობლემებს მოუგვარებთ.
"რადგან აღდგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გვინდა ის პრობლემები მოგვარდეს, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს. შეხვედრაზე, რომელსაც მერიის...
1 მარტიდან ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ფინანსური მხარდაჭერითა და რადიო “ჰერეთის” პარტნიორობით განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის ძირითადი მიზანს ტურიზმის განვითარება და ლაგოდეხის ცნობადობის გაზრდა წარმოადგენს.
"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნაც მრავალფეროვან და ხარისხიან მომსახურებაზე. ხშირ შემთხვევაში ჩამოსულ სტუმრებს არ...
წინა სტატია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწანაშვილმა მოადგილე პაატა ასრათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გიორგი ერბოწანაშვილის თქმით, მოადგილის გათავისუფლების მიზეზი სპორტულ ა(ა)იპ-ში შექმნილი არეულობა გახდა.
“პაატა ასრათაშვილი კურირებდა იმ სპორტულ ა(ა)იპ--ს, რომელმაც პრობლემები შექმნა. მე ის რამდენიმე კვირის წინაც გავაფრთხილე ამის შესახებ, თუმცა საკითხი ვერ მოაგვარა, ძირითადად ეს გახდა პაატას გათავისუფლების მიზეზი. ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ პროფესიონალი ადამიანები მჭირდება...
"კურორტ ნასაკირალის განვითარებით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ",- ამის შესახებ გამოცემა "BM.GE-ს" გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ნასაკირალის განვითარება ევროპაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებსაც სურთ. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, საუბარია კურორტის განახლება-აღდგენაზე.
“მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთ გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. რამდენიმე წინადადება უკვე შემოვიდა, მათ შორის არიან არაბები, რომლებიც დაინტერესებული არიან კურორტის განვითარებით, ასევე არიან ევროპაში მოღვაწე ქართველები....
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.
“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და ნამდვილად უცნაურია, რატომ არ სტუმრობს ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტურისტი. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ
გასულ წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნული...
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურება თავშესაფარში გადაყვანასთან ერთად, ცხოველების მოვლა-კვებას, ვაქცინაციას, კასტრაციას და სტერილიზაციას, ძაღლების ყურის კლიპის მეშვეობით დაბირკვას და დაბრუნებას გულისხმობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
75 ცხოველის გადაყვანის მომსახურებაზე ადგილობრივმა მერიამ 6 ათასი ლარი გამოყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჰუმანური მეთოდებით უნდა მოხდეს, რის შემდეგაც საკარანტინე და შემდგომ იზოლირების...
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოში ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ასევე ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას, ეკონომიკის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალიას და მასთან ერთად დაკავებული მოქალაქე ხუტა ბაღათურიას საქმის მორიგი განხილვა დღეს შედგა.
გოგიას ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის თქმით, სასამართლომ ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ის ფარული ჩანაწერის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა,...
"უშგულის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს უშგულში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას. ამასთან, ბახტაძის თქმით, 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც მისი ინფორმაციით, 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.
მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































