ჭიათურის პირველ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტი სკოლის ძირითადი კორპუსის სრულად აღდგენას, თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკის, ექიმის ოთახის, სველი წერტილების, არსებული იატაკისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კედლების მოეწყობას ითვალისწინებს. ასევე, სრულად განახლდება გარე ფასადი და სკოლაში გაიხსნება 4 ახალი ლაბორატორია, მათ შორის, 2 მულტიფუნქციური და 2 კომპიუტერული.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია სკოლის ეზოს მოწყობა, შემოღობვა და სტადიონის აღდგენა.
პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას “ენ ენ ჯგუფი“ აწარმოებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 500 000 ლარზე მეტს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლამ სასწავლო პროცესი უნდა განაახლოს.