საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწანაშვილმა მოადგილე პაატა ასრათაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გიორგი ერბოწანაშვილის თქმით, მოადგილის გათავისუფლების მიზეზი სპორტულ ა(ა)იპ-ში შექმნილი არეულობა გახდა.
“პაატა ასრათაშვილი კურირებდა იმ სპორტულ ა(ა)იპ–ს, რომელმაც პრობლემები შექმნა. მე ის რამდენიმე კვირის წინაც გავაფრთხილე ამის შესახებ, თუმცა საკითხი ვერ მოაგვარა, ძირითადად ეს გახდა პაატას გათავისუფლების მიზეზი. ის ჩემი მეგობარია, უბრალოდ პროფესიონალი ადამიანები მჭირდება სამსახურში.”- განაცხადა გიორგი ერბოწანაშვილმა.
პაატა ასრათაშვილი აღნიშნული საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.