სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, მოადგილე მალხაზ თორია, მუნიციპალიტეტების მერები, მათი მოადგილეები და დასუფთავების ა(ა)იპ-ების და შპს-ების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
“შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვის და ნარჩენების ხელახალი გამოყენების ხელშეწყობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით”, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.