მცხეთის სოფელ ნატახტარში 150 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

1282

წინა სტატია

მცხეთის მუნციიპალიტეტის მერიაში გასულ წელს აცხადებდნენ, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ნატახტარში 2018 წლის 15 ივლისს დასრულდებოდა, თუმცა ახალი საბავშვო ბაღი 2019 წლის 31 იანვარს გახსნეს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ორსართულიან, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, სკოლამდელი განათლების მიღებას 150-მდე ბავშვი შეძლებს. მათივე თქმით, საბავშვო ბაღი 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი.

“არის სარეზერვო ჯგუფისთვის ოთახი, სადაც ბავშვთა სიმრავლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კიდევ ერთი ჯგუფის დამატება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი და საპირფარეშო, ბაღში ექთნისთვის და საუთოდ განკუთვნილი ოთახები მოეწყობა, ასევე, სამზარეულოს ბლოკი აღჭურვილია უსაფრთხო ელექროღუმელებით, ჭურჭლის სარეცხით და საკუჭნაოებით.

საბავშვო ბაღში ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; კეთილმოწყობილია ეზო და ბაღამდე მისასვლელ გზაზე დაიგებულია ასფალტის საფარი.  ბაღში 24 ადგილობრივია დასაქმებული.

საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “სამებამ“ აწარმოა, ხოლო ბაღი საჭირო ინვენტარით  ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო”, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.