ახალციხეში სპორტული კომპლექსის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ტენდერი მეორედ გამოაცხადეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 18 ივნისს 272 950 ლარზე გამოაცხადა. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებაზე გამოცხადებული პირველი ტენდერი 17 მაისს შეწყდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას "ჯორჯიანჰაუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია იმ მიზეზით მიანიჭა, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კომისიის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა კომპანია და...
წინა სტატია "მეორედ დაზიანდა მინა, მაგრამ მარტო მინა არაა პრობლემა, მთლიანად დაზიანებულია კონსტრუქცია და სამწუხაროდ, არის იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო“- ასე გამოეხმაურა თეთრ ხიდზე მინის დაზიანების ფაქტს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, პრობლემებია ყველა პროექტზე, რაც ქალაქში დაიწყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ეს არის კარგი მაგალითი, ნახევარ მილიონამდე ლარი როგორ გადაყარეს წყალში. ეს არაა პირველი შემთხვევა,...
წინა სტატია ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის შექმნაზე მუშაობა გრძელდება. პროექტის სახით წარმოდგენილი ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივებისთვის, პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში ერთი მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. აღნიშნულ საკითხებზე 18 ივნისს საკრებულოს სხდომათა დარბაზსი შეხვედრა გაიმართა. რადგან ქალაქის ტერიტორია ხუთ ზონადაა დაყოფილი, თანხა თანაბრად, თითოეულზე 200 ათასი ლარის ოდენობით გადანაწილდება. ამასთან, იგეგმება საბჭოს ჩამოყალიბება, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები...
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონზე ორი ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო გაყიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია სარგებლობდა, მეორეთი კი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. მათივე ცნობით, დარჩენილია 3 ავტომანქანა, რომელზეც აუქციონი თავიდან გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიამ აუქციონზე მაღალი გამავლობის მქონე 5 ავტომანქანა გაიტანა. აქედან 4 პრადო, ერთი კი ლექსუსის მარკის ავტომობილია. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, თანამდებობის პირების...
29 იანვრიდან 6 ივნისის ჩათვლით ზუგდიდის მერიამ 11 980 ლარის პრემია, ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი გასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ფულადი ჯილდო 1 500 ლარის ოდენობით მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მეორეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა მიიღო. მერიის ცნობით, ფულადი პრემიის გაცემის საფუძველი "საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგები" გახდა. სახელფასო დანამატი გაიცა ზუგდიდდასუფთავების ცენტრში პირუტყვის დამჭერი ბრიგადის 6 თანამშრომელზე, სულ 280 ლარი. მიუხედავად იმისა,...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენაში არის დადანაშაულებული, ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები" დატოვა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის...
წინა სტატია ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გუშინ უმაღლეს საბჭოში მთავრობის მუშაობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ანგარიშის წარდჰენისას თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის, საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად განხორციელდა. "ჩვენ დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი...
სტატიის გაგრძელება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში გუშინ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა პირველად აბარებს ანგარიშს უმაღლეს საბჭოს. თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის წარდგენისას აქცენტი მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე გააკეთადა აღნიშნა, რომ კომპლექსური ღონისძიებები ტარდება ამ გამოწვევების გადასაჭრელად. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება აჭარის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის,...
სიღნაღის სოფელ ანაგაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სკვერის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება, უკვე მიმდინარეობს. "600 კვ.მეტრის ფართობზე გაკეთდება ბორდიურები და დაიგება ბეტონის ფილები. ასევე, სკვერში განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, არსებული ტერიტორია გამწვანდება და ბილიკები მოეწყობა", - ამბობენ სიღნაღის მერიაში.
ძირულა-მოლითის 25 კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. მათივე ცნობით, ასევე, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია აღნიშნული გზის მეორე, მოლითი- ჩუმათელეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე. ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას ითვალისწინებს. "საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60...
ხობის N2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცლებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო...
Tbilisi Open Air-ზე დამსწრეთათვის მეტროსადგურ "დელისიდან“ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ. თბილისის მერიის ცნობით, მუსიკალურ ფესტივალზე “Tbilisi Open Air“ დასწრების მსურველებს 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით უფასო ავტობუსები მოემსახურებიან. "ავტობუსები 14:00 საათიდან 03:00-საათამდე მეტროსადგურ "დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ“, - აგანმარტავენ თბილისის მერიაში.
ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდი, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა. "შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ამორტიზირებული შენობების გამაგრებას, სახურავის შეცვლასა და ფასადის მოპირკეთებას ითვალისწინებს. ხელშეკრულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "სამებას“ შორის  მიმდინარე წლის 6 ივნისს გაფორმდა და მისი ღირებულება 991 923 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში,დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ექვსი და სოფელ არშაში მდებარე ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისის" ორგანიზებით გაიმართა აქცია #ნანაწადი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე ნანა კოსტავამ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი ტესტი განათავსა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად აქციებისა და მოწოდებებისა ნანა კოსტავა საკრებულოს არ ტოვებს. ორგანიზაციის აქტივისტებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს. "პოსტერუმ-ქუთაისმა“ სიმბოლური წითელი ბარათიც დაამზადა ჰეშთეგით #ნანაწადი, რომელიც ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) "მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანდეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს "მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. "მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შეიქმნა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ