ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ამორტიზირებული შენობების გამაგრებას, სახურავის შეცვლასა და ფასადის მოპირკეთებას ითვალისწინებს.
ხელშეკრულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “სამებას“ შორის მიმდინარე წლის 6 ივნისს გაფორმდა და მისი ღირებულება 991 923 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში,დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ექვსი და სოფელ არშაში მდებარე ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.