გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) “მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანდეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს “მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. “მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შეიქმნა და მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის კომპეტენციაშიც ბუნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება შედის. ამ კუთხით ორგანიზაცია სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოს დაცულმა ტერიტორიებმა მაღალ სტანდარტებს მიაღწიონ. IUCN მსოფლიოს 1300 წევრი ორგანიზაციას და 181 ქვეყნის 14 500 მეცნიერსა და ექსპერტს აერთიანებს.