შუშანია: ქუთაისის მერიის მიერ გაკეთებული პროექტები ახლიდან არის გასაკეთებელი

737

წინა სტატია

“მეორედ დაზიანდა მინა, მაგრამ მარტო მინა არაა პრობლემა, მთლიანად დაზიანებულია კონსტრუქცია და სამწუხაროდ, არის იმაზე მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო“- ასე გამოეხმაურა თეთრ ხიდზე მინის დაზიანების ფაქტს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, პრობლემებია ყველა პროექტზე, რაც ქალაქში დაიწყო. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ეს არის კარგი მაგალითი, ნახევარ მილიონამდე ლარი როგორ გადაყარეს წყალში. ეს არაა პირველი შემთხვევა, სხვადასხვა ქუჩები, რომლებიც ზარ-ზეიმით გაიხსნა, ისეთივე უხარისხოდაა, როგორი უხარისხო მთავრობაცაა. ეს პროექტები თავიდან უნდა გაკეთდეს. “ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში დაანონსებული პროექტების დიდი ნაწილი ვერ დაიწყო, რაც გაკეთდა, უხარისხოა. ეს მიუთითებს იმას, რომ არც უნარი, არც სურვილი და არც პასუხისმგებლობა არ აქვთ. ქუთაისს ფაქტობრივად არ ყავს არც მერი, არც ხელისუფლება და პრობლემების წინაშე ბედის ანაბარადაა მიტოვებული ქალაქი. მერი თავისი უპასუხისმგებლობის ტყუილებით გადაფარვას მიეჩვია და მაგარ ტიპს თამაშობს, ჯობია საქმეს მიხედონ“, -განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ პანორამული მინა მეორედ დაზიანდა.