სიღნაღის სოფელ ანაგაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სკვერის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები, რომლისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯება, უკვე მიმდინარეობს.
“600 კვ.მეტრის ფართობზე გაკეთდება ბორდიურები და დაიგება ბეტონის ფილები. ასევე, სკვერში განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, არსებული ტერიტორია გამწვანდება და ბილიკები მოეწყობა”, – ამბობენ სიღნაღის მერიაში.