ხობის N2 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცლებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.