აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში ერთი წლის ანგარიში წარადგინა

1043

სტატიის გაგრძელება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში გუშინ ერთი წლის ანგარიში წარადგინა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა პირველად აბარებს ანგარიშს უმაღლეს საბჭოს.

თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის წარდგენისას აქცენტი მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე გააკეთადა აღნიშნა, რომ კომპლექსური ღონისძიებები ტარდება ამ გამოწვევების გადასაჭრელად.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება აჭარის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას და სოციალური სერვისების დახვეწასა და ხელმისაწვდომობას.

“მაშინ, როცა უმაღლესმა საბჭომ გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენს მთავარ ორიენტირად დავისახეთ ადამიანი და მის საჭიროებებზე ზრუნვა. არასრული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაგვეწყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამი ქალაქის მშენებლობა.

დაახლოებით, 6 თვე დაგვჭირდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის საფუძველზე მიგვეღო დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რითაც ათასობით ბავშვის და მათი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდება. ამ პროცესში ჩართულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

მნიშვნელოვან ორიენტირად დავისახეთ ბიზნესის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, რის საფუძველზეც ქობულეთში დავიწყეთ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ მწვანე ქალაქი-ქალაქში. უმსხვილესი, ნახევარ მილიარდიანი ევროპული ინვესტიცია შექმნის სამუშაო ადგილებს რეგიონში. ამასთან, ეს იქნება ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი ევროპაში. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი არის განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აჭარაში, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს გაცხადებულ პრიორიტეტს – განათლებას და ახალგაზრდობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთი წლის ანგარიში უმაღლეს საბჭოში

• ჩვენს მთავარ ორიენტირად დავისახეთ ადამიანი და მის საჭიროებებზე ზრუნვა.• არასრული ერთი წლის განმავლობაში შევძელით, რომ დაგვეწყო სამი ქალაქის მშენებლობა – ე.წ. მუყაოსქალაქი, მწვანე ქალაქი-ქალაქში, განათლების ქალაქი. • მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში გავატარეთ ქმედითი ნაბიჯები, რათა ჩამოგვეყალიბებინა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული ადმინისტრაციული სტრუქტურები .• დღეს აჭარაში არ გვაქვს არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი.• საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ბანკებთან.• მაღალმთიანი აჭარის განვითარება რჩება პრიორიტეტად, უახლოეს მომავალში სრულად უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება ყველა სოფელში. • შეიქმნება კლასტერი – გოდერძი, მწვანე ტბა, ბეშუმი, რომელიც მოგვცემს საშუალებას მოვიზიდოთ ახალი ტურისტული ნაკადი რეგიონში.

Posted by აჭარის მთავრობა / Government of Ajara on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2019