ქალაქ ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ყვარელში 54 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.
პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია.
ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობობის პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
თელავის მერიის ინფორმაციით, სკამების მონტაჟი სოფლების ნაწილში უკვე მიმდინარეობს.
მათი ცნობით, ენერგოეფექტური სკამები აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით (WiFi) და ტელეფონის დამტენებით. ასევე, სკამის ორივე მხარეს განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა.
"ენერგოეფექტური სკამების მონტაჟზე ბიუჯეტიდან 330 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია "SOLARTIA GROUP" ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური სკამები უკვე განთავსებულია ქალაქ თელავის...
ფორმულას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. უცნობმა კაცმა მას კვერცხი ესროლა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდასხმა ალტ-ინფოს ოფისთან მოხდა. ძალადობის დროს ოფისიდან რამდენიმე პირი გამოვიდა, რომლებმაც უცნობ პირს მხარი დაუჭირეს.
თავდამსხმელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ფორმულას გადამღებ ჯგუფსაც მიაყენა.
https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=1181869949388312
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს გორში რამდენიმე სკვერის მოწყობასა და რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 28 790 ლარი აქვს გათვალისწინებული.
მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სურს სხვადასხვა ადგილას დასავენებელი სკვერების მოწყობა. საორიანტაციო თანხად კი 755 000 ლარს ვარაუდობს.
სტალინის ქუჩა N5 – ის მიმდებარედ, დასასვენებელი გასართბობი სკვერის და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
გასართობი...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის გარდა, სამუშაოები 15 სოფელში ტარდება. ესენია: დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, არდისუბანი, ფარცხისი, საღრაშენი, გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი, შავსაყდარი, ასურეთი, მაწევანი, ქოთიში, ენაგეთი, ხაიში და ტბისი.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.
პროექტის დასრულების შემდეგ 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში ქარელის მერიამ სოფლის მაცხოვრებლებს მოსაცდელი აუშენა, რაშიც 10 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფელში, სადაც მუდმივ მაცხოვრებლად 25 კომლიღაა შემორჩენილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლებია აღარ დადის.
"სოფელ ღოღეთში ტრანსპორტი კომუნისტების პერიოდიდან აღარ დადის, რადგან მოსახლეობის რაოდენობა არის მცირე", – გვითხრა გია კილასონიამ, მერის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში.
მისივე თქმით, მერიამ მოსაცდელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ააშენა.
"რაც შეეხება მოსაცდელს,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა.
მათი ინფორმაციით, სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140 ლარი შეადგინა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი, 6 456 000 ლარი გამოიყო.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.
"ბოლნისის მუნიციპალიტეტის...
რუსთავში კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, ახალ სკვერში დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩის #11 და #13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო.
"ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, შიდასაუბნო სივრცეების მოწესრიგებაცაა. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამწვანება, ეს მოსახლეობის მოთხოვნაა და ჩვენ ვცდილობთ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად განვახორციელოთ სწორედ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან...
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პირველკლასელებისთვის უფასო კვებაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მერს გია ხარჩილავას ეკუთვნის.
"ეს პროექტი უკვე გადაცემულია საკრებულოში და იმედია, მხარს დაუჭერენ. ეს პირველად ხორციელდება საქართველოში და მომავალში ვაპირებთ გაფართოებას, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოიცვას. ვფიქრობთ, რომ პირველკლასელების კვებით უზრუნველყოფა არის პრიორიტეტეი...
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით დაამტკიცა.
ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას არ ესწრებოდნენ "ენმ"-ს წარმომადგენლები, ხოლო, პარტიის "საქართველოსთვის" წევრმა, ირინა გელაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"სამწუხაროდ, ქართულმა ოცნება ვერ ისწავლა ვერც თანამშრომლობა და ვერც ურთიერთობა. არც ერთი ჩვენი ინიციატივა არ იქნა გათვალისწინებული. ჩემი სხდომაზე ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. უმრავლესობაში არიან და მაინც დაამტკიცებენ იმ სახით ბიუჯეტს, როგორიც უნდათ”, – განაცხადა...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.
9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემა ახლდება.
კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება 9 ძმისა და ლერმონტოვის ქუჩებზე, რაშიც კომპანია 170 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა. 9 ძმის ქუჩაზე შეიცვალა 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა 11 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. ასევე,...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, წელს გორის მუნიციპალიტეტში ათეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტის 50% მოხმარდა.
„გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დასასვენებელი და სპორტული სივრცეების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 45 მილიონამდე ლარი გადანაწილდა. რეაბილიტირდა 60 კილომეტრამდე...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
უწყებას დაგეგმილი აქვს, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ადმინისტრაციულ შენობებს ატენში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და საყავრეში.
მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის 16 775 ლარი გაითვალისწინა, ხოლო, სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 330 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული...
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბიუჯეტი 20 950.0 ათასი ლარით განისაზღვრა.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 9.78 მლნ ლარითაა გაზრდილი.
„აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მზარდი მაჩვენებელია.
გაზრდილი ბიუჯეტი სააგენტოს რეგიონული ოფისების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































