ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

354

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ მონაკვეთზე გზა დაზიანებული იყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია.