ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა

383

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა.

მათი ინფორმაციით, სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140 ლარი შეადგინა, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი, 6 456 000 ლარი გამოიყო.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 38 140 000 ლარი მოხმარდება. 2023 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 4 803 140 ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს, მუნიციპალიტეტში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რისთვისაც 6 456 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.