გორის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წელს გორში რამდენიმე სკვერის მოწყობასა და რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 28 790 ლარი აქვს გათვალისწინებული.
მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სურს სხვადასხვა ადგილას დასავენებელი სკვერების მოწყობა. საორიანტაციო თანხად კი 755 000 ლარს ვარაუდობს.
- სტალინის ქუჩა N5 – ის მიმდებარედ, დასასვენებელი გასართბობი სკვერის და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა;
- გასართობი დასასვენებელი სკვერის მოწყობა, (გასართობი დასასვენებელი სკვერი “მშვიდობა”. 1200-1300 კვ.მ ფართობზე. სკამები, ჭადრაკის დაფა, ადაპტირებული შშმ პირებზე.);
- სამადაშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია და ფრენბურთის მოედნის მოწყობა;
- ქ. გორში, ვოლოგდის დასახლებაში, ცხინვალის გზ. 41 – ის არსებული სკვერის რეაბილიტაცია. ( ს/კ: 66.45.06.077) რეაბილიტაცია ატრაქციონებით, სკვერში სასმელი წყლის მოწყობა, გადახურული “ბესეტკა”, განათება;
- ქ. გორში, გვერდწითელისა და ნადირაძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ სკვერისა და მინი-სტადიონის მოწყობა;
- ქ. გორში სამების და პეტრიაშვილის ქუჩის მიმდებარედ მოსასვენებელი სკვერის მოწყობა სკამებით, კალათბურთის ფარითა და დეკორატიული განათებით. სკვერი საჭიროებს რკინის ბადით შეღობვას;
- სკრაში არსებულ საფეხბურთო სტადიონთან.საბავშვო სკვერის მოწყობა;
- სოფელ ტინისხიდში, ტრენაჟორებისა და სკვერის მოწყობა;
- სოფელ ფლავისმანში არსებულ სკვერში ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა და სკვერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
- სოფელ ხიდისთავში სკვერისა და ტრენაჟორების მოწყობა (ოხერას უბანში სტადიონთან ან ყოფილი კლუბის გვერდით ტერიტორიაზე).