ქალაქ ყვარელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

361

ქალაქ ყვარელში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ყვარელში 54 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.

პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია-მშენებლობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია.

ასევე, მიმდინარეობს პროექტი, რომელიც წყალარინების გამწმენდი ნაგებობობის პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც ქალაქ ყვარელის 7 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.