ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ, განიხილავენ რისკებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, რამდენად შესაძლებელი იქნება ლენტეხის გახსნა და როდის, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ლენტეხში თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოხსნილია. „ლენტეხში მშვიდი ვითარებაა. გუშინ აიღეს იმ ექიმების სინჯები, ვინც მონაწილეობა მიიღო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებაში. 11 ექიმია ასეთი და ყველას პასუხი იყო უარყოფითი....
მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მარნეულის ზედამხედველობის სამსახური. ისინი მოქალაქეთა დისტანცირებას უზრუნველყოფენ. ყველა, ვინც აგრარულ ბაზარში შედის, თავდაპირველად შემოწმებას გადის. თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ. ადგილზე დილის 07:00 საათიდან იმყოფება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, რომელიც პირადად აკონტროლებს ვითარებას. მარნეულის აგრარულ ბაზარში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მისი განცხადებით, ბაზარი აკმაყოფილებს იმ...
წინა სტატია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია მერიის თანამშრომელი, – ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. „ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მერიის თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი. მერიის სხვა თანამშრომლებთან, ასევე ინფიცირებულის კონტაქტებთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მოსული. ინფიცირებულების ოჯახები არიან თვითიზოლაციაში და მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი არის მკაცრ მეთვალყურეობაში“,- განაცხადა რეხვიაშვილმა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ...
ხმაური იყო ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. როგორც მოვაჭრეები აცხადებდნენ, ბაზრის ადმინისტრაციამ დროულად ვერ უზრუნველყო სამუშაო პირობების შექმნა, რის გამოც მათ მუშაობის დაწყების უფლება არ ეძლევათ. ბაზრის დირექტორის განმარტებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამ მოტივით ვერ გაიხსნა. „სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაგვავალა სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება, დახლების შეწევა, დისტანციისთვის საჭირო ადგილების მონიშვნა, თერმოსკრინინგის აპარატის შეძენა. ამ ყველაფრის შესრულება კი,...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეიდან ქუთაისში ერთ-ერთი აგრარული ბაზრის გახსნაა დაგეგმილი. როგორც მან განაცხადა, სხვა მუნიციპალიტეტებში ბაზრების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოს დაცული. რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის სოფელში 50-მდე პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ამასთან, მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, იმერეთში ამ დროისთვის კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს...
27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. „როგორც ცნობილია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული...
შემდეგი სტატია თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი გუშინ, 26 აპრილს ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცევის გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების...
29 აპრილიდან, ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება. უწყების ინფორმაციით, ნებართვის მისაღები ფორმა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე ელექტრონულად უნდა შეავსოს. "შემოსული განაცხადის...
შემდეგი სტატია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა...
გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმის ვერცერთ სეგმენტში ვერ მოიძებნა ადგილი ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილებისათვის. არადა თითოეული დევნილი ელოდა, რომ მათი მისამართით რამე ოპტიმისტურს იტყოდა დღეს ქვეყნის პრემიერი ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა აჩბამ განაცხადა როგორც მამუკა აჩბამ აღნიშნა, ვერც დევნილები და მითუმეტეს, ვერც ის ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს სახელმწიფოსგან ელემენტარული დახმარების ბენეფიციართა სიაში...
წინა სტატია პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროგნოზების დონეზე, კორონავირუსით შექმნილ კრიზისულ პერიოდში ქვეყანა დაახლოებით 350 ათას ოფიციალურ სამუშაო ადგილს დაკარგავს, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც. „პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რომელიც დღეს არის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 350 ათასი ფორმალური ოფიციალური სამუშაო ადგილი, რომელსაც დავკარგავთ მინიმუმ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული, თუმცა ამის გარდა,...
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით, ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მოსავალს მიიღებენ. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავდა ახალი...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ინფორმაციით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე დააჯარიმეს. „ბოლო 24 საათის...
წინა სტატია შემდეგი სტატია პრემიერმინისტრი გიორი გახარია ამბობს, რომ იღებს მოქალაქეების კრიტიკას მთავრობის ცხელი ხაზის (144) ხარვეზით მუშაობაზე და ამის გამო პასუხისმგებელი პირებიც დაისჯებიან. „144-ის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების და მედიის კრიტიკა ობიექტური იყო. უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, არ მინდა დაკონკრეტება, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილები იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა. თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო რამდენიმე დღე, როცა...
წინა სტატია შემდეგი სტატია დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე გახარიამ ექვსეტაპიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ობიექტის გახსნა იგეგმება, მაგრამ მათ შორის არ მოხვედრილა საჰაერო მიმოსვლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისა და ასევ გეგმიური ოპერაციების ჩატარების აღდგენა. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. “დღეს ვერ გეტყვით როდიდან უნდა ველოდოთ ავიამიმოსვლის აღდგენას,...
წინა სტატია შემდეგი სტატია პრემიერმინისტრის, გიორგი გახარია განმარტებით, თვითდასაქმებულები და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან დახმარებას კონკრეტული საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებენ. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა. "დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც შრომობდა, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უდასტურდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ დახმარება გავცეთ ესეთი ელემენტარული დოკუმენტები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ