ზუგდიდის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად EBRD-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს

173

წინა სტატია

ზუგდიდის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით საზოგადეობრივი ტრანსპორტის შეძენასთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD)“, – ამბობენ ზუგდიდის მერიაში.

ცნობისთვის, მაისის თვეში ზუგდიდში 8 ახალი ავტობუსი ეტაპობრივად შეიყვანეს და ახალი ავტობუსები ქალაქის პარალელურად, მუნიციპალიტეტის სოფლებს ემსახურება. საერთო ჯამში კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოპარკი 2019 წელს გამოშვებული 15 ახალი “ისუზუს” მარკის ატობუსით 11 აგვისტომდე უნდა განაახლოს.