დღეს დამატებით 5 საქალაქო ტრანსპორტი შეემატა ქალაქის ავტოპარკს, – ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ.
საერთო ჯამში კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოპარკი 2019 წელს გამოშვებული 15 ახალი “ისუზუს” მარკის ატობუსით განაახლა.
“ტრანსპორტი ნებისმიერი ტიპის მგზავრისთვის ადაპტირებულია, აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით და ერთდროულად 47 მგზავრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამასთან, ახალ ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება”, – განმარტავენ მერიაში.